2025 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის შედეგები
2025 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსზე დარეგისტრირდა 148 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 134 პროექტი. შეფასების ეტაპზე გადასული პროექტების შეფასება განხორციელდა ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation - ESF) 3 ეტაპად, რაც გულისხმობდა:
1. თითოეული პროექტის შეფასება დამოუკიდებელი 2 ექსპერტის მიერ;
2. დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების გაცნობა და განმარტებითი/დამაზუსტებელი პასუხის მომზადება (ე.წ. Rebutal) კონკურსის მონაწილეების მიერ (სურვილის შემთხვევაში);
3. ექსპერტთა ჯგუფების (პანელების) მიერ პროექტების განხილვა და საბოლოო შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მოხსენებებისა და აპლიკანტის განმარტებითი/დამაზუსტებელი პასუხების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით.
ექსპერტთა ჯგუფების (პანელების) მიერ შემუშავებული საბოლოო შეფასების საფუძველზე გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 16 აპრილის N 43 ბრძანებით დამტკიცებული ,,ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში მონაწილე პროექტებისათვის საბოლოო ქულის გამოთვლისა და დაფინანსების წესის“ შესაბამისად.
დასაფინანსებლად შეირჩა 30 პროექტი.
იხილეთ:
ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 12 დეკემბრის N 218 ბრძანება ,,2025 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ”
კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეუძლიათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში 15 დეკემბრიდან (GMUS).
გამარჯვებული პროექტების ავტორებმა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!