2025 წლის „მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ლეონარდო და ვინჩის“ პირველი ეტაპის შედეგები
დასრულდა 2025 წლის „მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ლეონარდო და ვინჩის“ პირველ ეტაპზე წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების შეფასების პროცესი.
საკონკურსო კომისიამ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი განაცხადები შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 14 თებერვლის N11 ბრძანებით დამტკიცებული პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 41 საკონკურსო განაცხადი.
იხილეთ ინფორმაცია კონკურის პირველ ეტაპზე შეფასებული საკონკურსო განაცხადების შესახებ
გთხოვთ, გაითვალისწინეთ კონკურსის მეორე ეტაპის სარეგისტრაციო ვადები:
2025 წლის 19 სექტემბრის 18:00 საათამდე - კონკურსის მეორე ეტაპზე წარმოსადგენი დოკუმენტების გამოგზავნა ელ.ფოსტაზე leo@rustaveli.org.ge
2025 წლის 24 სექტემბრის 18:00 საათამდე – კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის წარდგენა ფონდის კანცელარიაში.
იხილეთ 2025 წლის კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია.
პირველი ეტაპის შეფასებებს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებებს!