შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2025 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს - „ლეონარდო და ვინჩი“

 

კონკურსის აბრევიატურა LEO

 

კონკურსის მიზანი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. 

კონკურსის სამიზნე ჯგუფი: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე.

კონკურსში განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი კლას(ებ)ის სამ მოსწავლეს.

კონკურსზე პროექტის დარეგისტრირების შემდეგ ჯგუფის წევრთა ცვლილება დაუშვებელია.

 

კონკურსის ადმინისტრირება 

 

2025 წლის 14 თებერვლიდან - 25 აპრილის 18:00 საათამდე - კონკურსის პირველი ეტაპისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა ელ.ფოსტაზე leo@rustaveli.org.ge

 

აპრილი-მაისი - ტექნიკური ექსპერტიზა - კონკურსის პირველ ეტაპზე რეგისტრირებული საკონკურსო განაცხადების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

მაისი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია პირველ ეტაპზე კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების კონკურსიდან მოხსნის შესახებ.

მაისი - ივნისი კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი  საკონკურსო განაცხადების შეფასება და კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული განაცხადების გამოვლენა.

მაისი-ივნისი - კონკურსის პირველ ეტაპზე კომისიის მიერ შეფასებული საკონკურსო განაცხადების შედეგების გამოქვეყნება;

 

2025 წლის 19 სექტემბრის 18:00 საათამდე - კონკურსის მეორე ეტაპზე განაცხადების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა ელექტრონული ფოსტის საშუალებით  leo@rustaveli.org.ge

 

2025 წლის 24 სექტემბრის 18:00 საათამდე - კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის წარდგენა ფონდის კანცელარიაში.

 

სექტემბერი-ოქტომბერი - ტექნიკური ექსპერტიზა - კონკურსის მეორე ეტაპზე რეგისტრირებული საკონკურსო განაცხადების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ოქტომბერი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია მეორე ეტაპზე კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების მოხსნის შესახებ;

ოქტომბერი - მეორე ეტაპზე წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების შეფასება კომისიის მიერ და კონკურსის ფინალზე წარსადგენი საკონკურსო განაცხადების გამოვლენა;

ოქტომბერი - მეორე ეტაპზე კომისიის მიერ შეფასებული საკონკურსო განაცხადების შედეგების გამოქვეყნება;

ნოემბერი - საკონკურსო გამოფენა, გამარჯვებულების გამოვლენა;

ნოემბერი-დეკემბერი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება და გამარჯვებულებისათვის გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა.

 

ჯგუფური კონსულტაციები:

28 თებერვალი, 28 მარტი - 15:00 საათი - შეხვედრის ბმული

 

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

 

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის № 98 დადგენილებასა და ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;

 

კონკურსის კოორდინატორი:

ქეთევან გორგაძე

+(995 32) 2 200 220 (44 02)

საკონტაქტო ინფორმაცია: leo@rustaveli.org.ge

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!