გამოცხადდა ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსი
ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსს
კონკურსის აბრევიატურა: UFG
კონკურსის მიზანი :
- საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსა და საფრანგეთს შორის;
- სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების გავლის გზით საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მხარეთა ერთობლივი ჩართულობისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა დოქტორანტების კარიერული განვითარების ხელშეწყობა.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური
კონკურსის ძირითადი პირობები:
- პროექტით გათვალისწინებული კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 2 თვეს.
- ფონდი და უნივერსიტეტი ერთობლივად შეარჩევენ და მხარს დაუჭერენ დოქტორანტურის საფეხურზე სამი მიწვეული მკვლევრის სამეცნიერო ვიზიტს საფრანგეთში.
- პროექტს უნდა ჰყავდეს მასპინძელი დაწესებულება, რომლის ბაზაზეც მიწვეული მკვლევარი განახორციელებს კვლევით და აკადემიურ საქმიანობას.
- მასპინძელი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შესაბამისი მენტორის აყვანას, რომელიც იქნება შესაბამისი სფეროს მკვლევარი.
- კონკურსის დაფინანსებას უზრუნველყოფენ ფონდი და უნივერსიტეტი ერთობლივად.
- ერთი გამარჯვებული მიწვეული მკვლევარის დაფინასება შეადგენს 2,100 (ორი ათას ასი) ევროს ეკვივალენტს ლარში.
- მინიჭებული სტიპენდია ფარავს საცხოვრებელის, ავიაბილეთის (ორი მიმართულების) და კვლევასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.
კონკურსში პროექტის რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:
ა) ელექტრონული რეგისტრაცია – 2026 წლის 27 აპრილიდან - 2026 წლის 22 მაისის 16:00 საათამდე გრანტების მართვის ერთიან სისტემაში: gmus.rustaveli.org.ge
ბ) რეგისტრაცია ფონდის კანცელარიაში - „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ წარდგენა – 2026 წლის 2 ივნისის 17:00 საათამდე.
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №23/ნ
- ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 22 აპრილის N466630 ბრძანება
- ფონდსა და ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული შეთანხმება (ქართული და ინგლისური)
პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები:
- კონკურსის პირობები - (დანართი 1)
- კრებსითი ინფორმაცია - თავფურცელი (ნიმუში - დანართი 2, ივსება GMUS-ში)
- საპროექტო წინადადება დანართი 3 ქართულ და ინგლისურ ენაზე
- კონკურსში მონაწილის ბიოგრაფია (CV) (ნიმუში - დანართი 4, ავტომატურად გენერირდება GMUS-იდან)
- „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ (ნიმუში - დანართი 5, ავტომატურად გენერირდება GMUS-იდან)
ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები (შეხვედრის ბმული განთავსდება მოგვიანებით)
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონკურსის კოორდინატორს:
დავით ჩიჩუა
ელ-ფოსტა: chichua@rustaveli.org.ge
ტელ: 2 200 220 (4021)
კონსულტანტები ფინანსურ საკითხებში :
ზურაბი აბრამიშვილი
თეონა ზაქაშვილი