საკონსულტაციო შეხვედრა
2018 წლის 24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დარბაზში, (მ. ალექსიძის N1, 0 სართული) გაიმართა მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსის პირველი საკონსულტაციო შეხვედრა.
საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო კონკურსის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა უპასუხეს მათ შეკითხვებს.