გამოცხადდა საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და ფონდის ერთობლივი კონკურსი - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი (PICS)“
ფონდი აცხადებს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი (PICS)“.
კონკურსის ფარგლებში ერთობლივი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა უნდა მოხდეს მეცნიერთა ორი ჯგუფის მიერ. ამათგან ერთი ჯგუფი უნდა შედგებოდეს CNRS-ში, ან მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებში/ლაბორატორიებში, მომუშავე საფრანგეთის მეცნიერებისგან, ხოლო მეორე ჯგუფი წარმოდგენილი უნდა იყოს, სხვა ქვეყნის მოქალაქე, მათი პარტნიორი მეცნიერებისაგან.
კონკურსის, მთავარი პირობაა ერთობლივი საპროექტო წინადადების წარმოდგენა, საქართველოს და საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფების წინა წლებში თანამშრომლობის არსებობა, რის შედეგადაც უნდა არსებობდეს სულ მცირე ერთი გამოქვეყნებული ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია.
საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის (CNRS PICS) ფარგლებში, ფონდი დააფინანსებს საქართველოს მეცნიერთა ჯგუფს, ხოლო CNRS დააფინანსებს საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფს.
ფონდის მიერ თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი წლიური საგრანტო დაფინანსების მოცულობა შეიძლება შეადგენდეს 5 000-დან 10 000 ევრომდე.
გრანტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიუჯეტის შემდეგი კატეგორიებისთვის:
- პარტნიორ ქვეყანაში მივლინება (სამოგზაურო ხარჯი)
- სემინარების და სამუშაო შეხვედრების ჩატარების ხარჯი
- კვლევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯი.
„სხვა ხარჯის“ კატეგორიაში მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 50% -ს.
პროგრამის მოკლე აღწერას ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ CNRS-ის ვებგვერდზე: http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article881&lang=en, ხოლო კონკურსის პირობები მოცემულია (ფრანგულ ენაზე) ბმულზე http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article51&lang=fr
პროგრამით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს.
საპროექტო წინადადების მომზადებისთვის, საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა თავის ფრანგ კოლეგას უნდა გადაუგზავნოს საჭირო ინფორმაცია (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე) CNRS-ის მიერ შემუშავებული ფორმის გათვალისწინებით (იხ. აღნიშნული ფორმა ინგლისურ ენაზე დანართ 2-ში).
CNRS-ის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში ერთობლივი საპროექტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 2 ივნისი.
პროექტის ფრანგი ხელმძღვანელის მიერ CNRS-ში ერთობლივი განაცხადის წარმოდგენის პარალელურად, საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში ა.წ. 3 ივნისის 17:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით დისკზე CDR-ზე PDF ფორმატით ჩაწერილი იგივე შინაარსის ინგლისურენოვანი საპროექტო განაცხადი, დამტკიცებული ფორმით (დანართი 2). ფონდში წარმოდგენილ განაცხადში ასახული უნდა იყოს, როგორც საქართველოს, ისე საფრანგეთის პარტნიორის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა და განაცხადი ხელმოწერილი უნდა იყოს პროექტის ორივე ხელმძღვანელის მიერ. ფონდის კანცელარიაში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის მონაწილე საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელის და მისი ორგანიზაციის ადმინისტრაციის უფროსის/უფლებამოსილი პირის ერთობლივი განცხადება (დანართი 3).
CNRS-ის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებული პროექტების, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსების მოცულობას გადაწყვეტს ქართველ დამოუკიდებელ ექსპერტთაგან შემდგარი პანელი.
დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება
- ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
- პროგრამა და პირობები
- საპროექტო განაცხადი (ინგლისურ ენაზე)
- ერთობლივი განცხადების ფორმა
კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:
- 18/04/2016 - კონკურსის გამოცხადება;
- 2/06/2016 - ბოლო ვადა - განაცხადის წარდგენა CNRS-ის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში;
- 3/06/2016 - ბოლო ვადა - განაცხადის წარდგენა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ;
- ივნისი - ტექნიკური ექსპერტიზა;
- ნოემბერი 2016 - იანვარი 2017 - განაცხადების შეფასება CNRS-ის კომისიის მიერ;
- თებერვალი 2017 - CNRS-ის კომისიის მიერ შერჩეული განაცხადების განხილვა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდში საქართველოს დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარ პანელზე და თანადაფინანსების მოცულობის განსაზღვრა;
- მარტი 2017 - შედეგების დამტკიცება და გამოცხადება
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
- CNRS-ში კონკურსის საკონტაქტო პირს - Gulnara Le Torrivellec
+33 1 44 96 44 53 Gulnara.LETORRIVELLEC@cnrs-dir.fr
- შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში პროგრამის კოორდინატორს - ნიკოლოზ ბაქრაძეს; +995 322 200 220 (4406); bakradze@rustaveli.org.ge