შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

EURAXESS-Georgia-ს მმართველი კომიტეტის სხდომა

14 ნოემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში EURAXESS –ის საქართველოს წარმომადგენლობის - EURAXESS-Georgia-ს მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა. რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, Euraxess- Georgia-ს მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად გაბისონიამ ისაუბრა საქართველოს ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორის ორგანიზაცია EURAXESS-ში გაწევრიანების მნიშვნელობასა და მიზნებზე, დიდ გარღვევაზე მეცნიერებაში, რაც ახალი ფართო შესაძლებლობები და პერსპექტივაა საქართველოს მეცნიერებისთვის მისი განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებზე ასაყვანად. აღნიშნა, რომ „EURAXESS”-ში გაწევრიანება საშუალებას მისცემს საქართველოს მეცნიერებს, მონაწილეობა მიიღონ როგორც Horizon 2020-ისა და ERC- ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში, ასევე „EURAXESS”-ის წევრი სახელმწიფოების მიერ გამოცხადებულ შიდასახელმწიფოებრივ პროექტებში.

რუსთაველის ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსმა, EURAXESS-Georgia Network Startup-ის კოორდინატორმა ქეთევან გაბიტაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია „EURAXESS“ -ის, მისი მიზნებისა და მეცნიერებისთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ, ისაუბრა პროექტის EURAXESS-Georgia Network Startup -ის განვითარების ეტაპებსა და ძირითად მიმართულებებზე, მის ამოცანებზე, რუსთაველის ფონდის მიერ ამ მიმართულებით ჩატარებულ აქტივობებზე, რომელიც ფართოდ გაშუქდა მასმედიით. ”EURAXESS“ -ის, პორტალ EURAXESS-Georgia-ს პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ქეთევან გოგინაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი სალომე მექვაბიშვილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი სალომე მარკოზია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ეკატერინე ოდიშარია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ სულაბერიძე, საქართველოს შსს აკადემიის წარმომადგენელი ბექა გულბანი. Euraxess- Georgia-ს მმართველი კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები და სამომავლო რეკომენდაციები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის მონაწილეები, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის თანამშრომლები სალომე შარაშენიძე და ლანა დავითულიანი.