Forge-AI პროექტის პირველი ინოვაციური სასწავლო სესიები საქართველოში წარმატებით გაიმართა
Forge AI პროექტმა 11–12 ნოემბერს, თბილისში, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში წარმატებით გამართა ინოვაციური სასწავლო სესიების პირველი ციკლი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 46-მა მონაწილემ მთელი საქართველოდან — მათ შორის უნივერსიტეტების სტუდენტებმა, ახალგაზრდა პროფესიონალებმა, დოქტორანტებმა და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მკვლევრებმა.
ორი დღის განმავლობაში ჩატარებული სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომავალი ინოვატორებისა და სტარტაპ-მეწარმეების კვალიფიკაციის ამაღლებას.
პროგრამის ძირითადი აქცენტები
მრავალფეროვანი მონაწილეები:
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 46-მა წარმომადგენელმა სხვადასხვა ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, კომპიუტერული მეცნიერებების, ინჟინერიის, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებებიდან.
ინტერაქტიული სასწავლო მოდულები:
მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა სტარტაპის საფუძვლების, AI ტექნოლოგიების განვითარებისა და დანერგვის, ევროპის AI აქტისა და GDPR-ის, გონებრივი საკუთრების (IP) საფუძვლების, დიიპ-ტექ ინოვაციების დაფინანსების, პასუხისმგებელი AI-ისა და AI-ზე დაფუძნებული ბიზნეს-მოდელების შესახებ.
პრაქტიკული ჯგუფური სამუშაო:
სამმა სამუშაო გუნდმა შეიმუშავა AI ბიზნეს-მოდელის Canvas–ები (AI-BMC) — რეალურ სიტუაციებზე დაფუძნებული ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც AI სტარტაპერების რეალურ ინოვაციურ გამოწვევებს ასახავდა.
მენტორობა საერთაშორისო ექსპერტებისგან:
ტრენინგს ხელმძღვანელობდნენ გამოცდილი ტრენერები DFKI-დან (გერმანია) და Creative Cluster-იდან (საფრანგეთი), რომლებმაც მონაწილეებს ინდივიდუალური კონსულტაციები, შეფასებები და რეკომენდაციები გაუწიეს.
ტრენინგის შედეგები და მომავალი გეგმები
პროგრამამ მონაწილეებს მისცა უნარები, რომელიც აუცილებელია კვლევების ბაზარზე ინოვაციებად გარდაქმნისთვის — მათ შორის რეგულაციების ცოდნა, ეთიკური და პასუხისმგებლიანი მიდგომები AI-ის გამოყენებაში, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის განვითარება, (pitching)-ის ტექნიკები და AI ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენება.
Forge AI პროექტი 2026 წელსაც გააგრძელებს ტრენინგების, მენტორობისა და საინფორმაციო ღონისძიებების ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციური პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და გამყარებას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ტრენინგის პირველივე დღეს ნათლად წარმოჩინდა Forge AI-ის როლი ხელი შეუწყოს საქართველოს ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებას. პროექტი ქმნის ახალ თაობას AI სპეციალისტებისა და აყალიბებს საერთაშორისო თანამშრომლობის ხიდებს საქართველოს, გერმანიასა და საფრანგეთს შორის რასაც 2027 წლიდან დაგეგმილი მივლინებებიც გააძლიერებს.
პროექტის ვებგვერდი: www.forge-ai.ge