შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

„აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე“ უკვე „ელსევიერის“ ბაზაშია

„ელსევიერის“ უმსხვილეს ელექტრონულ ბაზაში ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის „აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე“ განთავსდა.

2015 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და „ელსევიერის“ უმსხვილეს სამეცნიერო ელექტრონულ გამომცემლობის შეთანხმების შედეგად „ელსევიერმა“, ბაზაში განსათავსებლად, საქართველოში შეარჩია ორი ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალი: „ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის ნაშრომები“ და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის „აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე“.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი  ელსევიერს აღნიშნულ მომსახურებაში, 3 წლის მაძილზე, ეტაპობრივად  სახელმწიფო ბიუჯეტიდან 196 665 ევროს გადაუხდის. 

„ელსევიერმა“ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ უნივერსიტეტის ჟურნალ „ Annals of Agrarian Science“ -ის პირველი ნომრის გამოცემა/განთავსება ელეტრონულ პლატფორმა sciencedirect-ზე.

აღნიშმული გამოცემა შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.sciencedirect.com/science/journal/15121887/14/1 

ვულოცავთ აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერებს ამ წარმატებას!