შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) პროფესორის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) პროფესორმა ლეონიდ მარგოლისმა წარადგინა შემაჯამებელი პრეზენტაცია.

პროფესორი  მარგოლისი საქართველოს აშშ საელჩოს ერთ-ერთი პროგრამის-US Embassy Science Fellows Program ფარგლებში სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, მან ერთი თვის განმავლობაში, გამართა სამუშაო შეხვედრები არამხოლოდ ფონდის წარმომადგენლებთან, არამედ სხვადასხვა წამყვან კვლევით ინსტიტუციებსა თუ ცენტრებთანაც.

10 ოქტომბერს გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ს საელჩოსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები.

პროფესორმა მარგოლისმა შეხვედრაზე წარადგინა თავისი ხედვა, რჩევები და  რეკომენდაციები ფონდისა და, ზოგადად,  მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის (STI System) განვითარების მიმართულებით საქართველოში.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, ასევე განხილულ იქნა ფონდსა და NIH-სა და საქართველო-აშშ-ს შორის შესაძლო სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივებიც.