შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

დისტანციური დისკუსია „პოსტპანდემიური საზოგადოება და მისი გამოწვევები“

 

22 მაისს,   შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა  მრგვალი მაგიდა  თემაზე „პოსტპანდემიური საზოგადოება და მისი გამოწვევები“. ამ მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ   შემდგარ დისკუსიაში მონაწილეობდნენ  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი  ზვიად გაბისონია, გენერალური დირექტორის მოადგილეები - პროფესორი   ჯაბა სამუშია, პროფესორი  ნინო გაჩეჩილაძე, სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენელი მეცნიერები, ფონდის გრანტიორები. „მრგვალი მაგიდის” მონაწილეებმა  განიხილეს  პანდემიის პრევენციის, მასთან ბრძოლის და მოსალოდნელი შედეგების სამედიცინო, სოციალ-ეკონომიკური, სამართლებრივი,  ეკოლოგიური,  ფსიქოლოგიური და სხვა ასპექტები,  მათი  დაძლევის გზები და  საშუალებები,  გააანალიზეს ქვეყანაში  ახალი კორონავირუსის  გავრცელების, პოსტპანდემიური პერიოდის საფრთხეები და მათი განეიტრალების  მექანიზმების  შემუშავებაზე იმსჯელეს.

 რუსთაველის ფონდის გენერალურმა  დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ  აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსის  პანდემიის, ასევე პოსტპანდემიური პერიოდის გამოწვევების შესაბამისად, ფონდმა  საჯარო ლექციების სერია წამოიწყო,  აღნიშნული შეხვედრა კი “მრგვალი მაგიდის”  ფორმატში დისკუსიის ჩატარების პირველი მცდელობაა, რათა სხვადასხვა სფეროს  მეცნიერებმა გამოთქვან მოსაზრებები ამ გლობალურ  პრობლემურ საკითხზე, რომელიც მთელი მსოფლიოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა.