შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

დისტანციური ლექცია: „26 მაისი-ისტორიული თარიღი-საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე“

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტიორებისთვის, პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისთვის ისტორიკოსმა, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა დიმიტრი სილაქაძემ ჩაატარა დისტანციური ლექცია: „26 მაისი-ისტორიული თარიღი-საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე“.
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ღონისძიების მონაწილეებს მიულოცა 26 მაისი - უდიდესი ეროვნული დღესასწაული, ისაუბრა რუსთაველის ფონდის მიერ მაისის თვეში ჩატარებული ონლაინ ლექციების სერიაზე.
დიმიტრი სილაქაძის ლექცია ეხებოდა პირველი რესპუბლიკის შექმნის, დამოუკიდებლობის გამოცხადების წინა პერიოდს, საუკუნეების განმავლობაში თაობების, ინტელექტუალური ელიტის ბრძოლას ქვეყნის იდენტობის აღდგენა-გადარჩენისთვის, ავტონომიის იდეას, ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტის მზადყოფნას ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად, გერმანიის როლს ამ პროცესებში, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
ისტორიკოსმა ისაუბრა ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე და მის მთავარ მონაპოვარზე, მემკვიდრეობაზე დღევანდელი თვალსაზრისით- პროგრესული კონსტიტუცია, დემოკრატიული კანონმდებლობა, პროდასავლური საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის განვითარების სწორი კურსი, უპასუხა შეხვედრის მონაწილეების კითხვებს.