შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროკავშირი იწყებს კვლევასა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პროექტს

27 ნოემბერს გაიმართა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების 2-წლიანი პროექტის „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ სასტარტო  ღონისძიება. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1 300 000 ევროს და ითვალისწინებს საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე მუშაობას, ინტერდისციპლინარული მიდგომის, კოლაბორაციული კვლევისა დამტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების გზით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად. პროექტი ითვალისწინებს ავსტრიელი, გერმანელი და ლატვიელი ექსპერტების თანამშრომლობას ქართველ კოლეგებთან, „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ შესაძლებლობების გაძლიერების, მოქმედი პროგრამების და აქტივობების დახვეწის გზით.

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის სასტარტო ონლაინ ღონისძიებას დაესწრო ევროკავშირის, მთავრობის, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების 50-ზე მეტი წარმომადგენელი. შეხვედრა გაიმართა იმავე დღეს, როდესაც „ევროპელ მკვლევართა ღამის“ ფარგლებში ჩატარდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” პროექტ  „მეცნიერება კაპიტანიას“ ღონისძიებები. ისტორიაში პირველად, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ამ საყოველთაო ღონისძიებაში. ღონისძიება აახლოებს მეცნიერებასა და საზოგადოებას და ამავდროულად წარმოაჩენს მეცნიერების მნიშვნელობას ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში.“ევროკავშირი საქართველოს დიდი ხნის საიმედო პარტნიორი და მხარდამჭერია მეცნიერებასა და კვლევის სფეროში.

 ეს პროექტი მიზნად ისახავს მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციების სფეროებში ძირითადი გამოწვევების დაძლევას, კვლევისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის გაძლიერების გზით. ამ სფეროს განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის,"= აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა ხაზი გაუსვა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის მნიშვნელობას ქართული მეცნიერების განვითარებისათვის. მან იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და პროექტის მხარდაჭერის შედეგად, ბიზნესსა და მეცნიერებას შორის კავშირები გაძლიერდება.

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტს ახორციელებს ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტო შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: იოანეუმ კვლევა (ავსტრია), ავსტრიის სამეცნიერო ფონდი, ავსტრიის კვლევის ხელშეწყობის სააგენტო, გერმანიის პროექტებისმართვის სააგენტო და დაუგავპილსის უნივერსიტეტი (ლატვია). მომდევნო 2 წლის განმავლობაში პროექტი ხელს შეუწყობს „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ შესაძლებლობების გაძლიერებას მოქმედი პროგრამების და აქტივობების გადახედვისა და დახვეწის გზით, ეროვნული პრიორიტეტებისა და სოციალურეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად, რეგიონალური და საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით. პროექტი ასევე ითვლისწინებს საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე მუშაობას და მხარდაჭერას.


დამატებითი ინფორმაციისთვის დააუკავშირდით:
 თამრიკო მიქაძე
პრესისა და ინფორმაციის სამსახური
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
 ინეს გავარანე, პროექტის რეზიდენტი მრჩეველი, ევროკავშირის მიერ დაფინასებული
პროექტი, „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა
კვლევასა და ინდუსტრიას შორის“, inese.gavarane@du.lv