შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტის მმართველი კომიტეტის დასკვნითი შეხვედრა

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის “ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ მმართველი კომიტეტის მე - 12 დასკვნითი სხდომა გაიმართა ჰიბრიდულ ფორმატში.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა პროექტის თანამონაწილე ლიდერმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ერეკლე ასტახიშვილმა, რომელმაც დადებითად შეაფასა პროექტის მიერ განვლილი გზა და ხაზი გაუსვა მის მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს, რამაც უკვე ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართულ სამეცნიერო სივრცესა და ბიზნეს სექტორს შორის კავშირების გამყარებისათვის.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო პროექტის ლიდერმა, ვოლფგანგ პოლტმა (ავსტრია) და პროექტის სხვადასხვა კომპონენტების ლიდერებმა და ექსპერტებმა; საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, პროექტის მენეჯერ,ა ნინო ყოჩიშვილი. ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, კახა ხანდოლიშვილი, პროექტის რეზიდენტი მრჩეველი ინეს გავარანე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები.

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების  პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი კი წარმოადგენდა პროექტის ბენეფიციარ ორგანიზაციას.