ფიზიკის 52- ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურები გაიმართა
7 და 8 მაისს, რუსთაველის ფონდის საკონფერენციო დარბაზში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით გაიმართა 2022 წლის ფიზიკის 52-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IPHO 2022) საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი პირველი და მეორე ტური, რომლებშიც 20 -მდე მოსწავლე მონაწილეობდა. საერთაშორისო ოლიმპიადა 8-16 ივლისს ჩატარდება.
მიბმული ფაილის სახით იხილეთ ამოცანები, ამოხსნები და შეფასების სქემები.