შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს

კონკურსის სახელწოდება

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა YS

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.

საპროექტო განაცხადის ტიპი              ინსტიტუციური

კონკურსის ძირითადი პირობები

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:

  1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. სოციალური მეცნიერებები;
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გრანტის მოპოვების მიზნით, პროექტი უნდა წარმოადგინოს ახალგაზრდა მეცნიერმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე 7 წლის განმავლობაში და მასპინძელმა დაწესებულებამ ერთობლივად.

კონკურსში მასპინძელი დაწესებულების სახით მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს (ა(ა)იპ), აგრეთვე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება.

  • ახალგაზრდა მეცნიერს უნდა ჰყავდეს მენტორი მასპინძელი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალიდან;
  • ახალგაზრდა მეცნიერს შესაძლებელია ჰყავდეს კონსულტანტ(ებ)ი. კონსულტანტი შესაძლოა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე;
  • პროექტში შესაძლოა ჩართული იყოს ერთდროულად არა უმეტეს 2 დამხმარე პერსონალი.

საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს ორი წელი.

ერთი საგრანტო პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება  არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს წელიწადში, 60 000 ლარს - ორ წელიწადში.

პროექტს შესაძლებელია ჰქონდეს თანადაფინანსება (დამატებითი ფინანსური წყარო), რომელიც ნაწილობრივ დაფარავს პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ნაწილს.

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა მოიცავს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:

ა) ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდიას (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 15 000 ლარს);

ბ) კვლევითი საქმიანობის ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 13 500 ლარს);

გ) ზედნადებ ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 1500 ლარს)

კონკურსის ადმინისტრირების ეტაპებია:

  • 20 მარტი - კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;
  • 1 აპრილი 16:00 საათი - ჯგუფური კონსულტაცია; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში (მ. ალექსიძის №1, მე-3 სართული). კონსულტაციაზე დასწრების მიზნით, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე
  • 11 აპრილი 16:00 საათი - ჯგუფური კონსულტაცია; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში (მ. ალექსიძის №1, მე-3 სართული). კონსულტაციაზე დასწრების მიზნით, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე
  • 15 აპრილი - შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 20 მარტიდან 18 აპრილის 16:00 სთ - მდე - პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია;
  • 19 აპრილი 16:00 სთ -მდე - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა;
  • მაისი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
  • ივნისი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
  • ივლისი - სექტემბერი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების წარდგენა საკონკურსო ექსპერტების და/ან ესპერტთა ჯგუფებისათვის; განხილვა, შეფასება, ერთიანი რანჟირებული სიის შედგენა და გამარჯვებულთა გამოვლენა;
  • ოქტომბერი – გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დასაფინანსებლად დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
  • ოქტომბერი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
  • ნოემბერი - ახალგაზრდა მეცნიერებთან და მასპინძელ დაწესებულებასთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

კონკურსზე რეგისტრირებული პროექტების კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

პროექტის მომზადებისთვის საჭირო მასალები და დანართები

  • პირობები - დანართი 1
  • პროექტის თავფურცელი (ნიმუში) - დანართი 2
  • საპროექტო წინადადება (GEO/ENG) - დანართი 3
  • ახალგაზრდა მეცნიერის, მენტორისა და კონსულტანტის პროფესიული ბიოგრაფია - CV (ნიმუში) (GEO/ENG) - დანართი 4
  • მენტორის/კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი (GEO/ENG) - დანართი 5
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (GEO/ENG) - დანართი 6
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (ნიმუში) (GEO/ENG) - დანართი 7
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (GEO/ENG) - დანართი 8
  • ცნობა მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე წვდომის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (GEO/ENG) - დანართი 9
  • ხშირად დასმული კითხვები

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით ys@rustaveli.org.ge 15/04/2019-მდე.
  • ხშირად დასმული კითხვების დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად  განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

კოორდინატორები:

მირანდა თედეშვილი 2 200 220 (4017)

ლანა დავითულიანი 2 200 220 (4302)

თამთა ტურაშვილი 2 200 220 (4301) (ფინანსური საკითხები)

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ. ფოსტა: ys@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებას!