ფონდი აცხადებს 2021 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსს
კონკურსის აბრევიატურა: OTG
კონკურსის მიზანი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების (მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები)) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
25 მარტი - 18 მაისი 18:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
25 მაისი 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
მაისი-ივნისი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;
ივნისი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
ივნისი-ივლისი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;
აგვისტო – კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
აგვისტო - საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.
ჯგუფური კონსულტაციები:
10 მარტი, 14 აპრილი და 10 მაისი - 12:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები . კონსულტაციაზე დასასწრები ბმული
Meeting ID: 597 735 2291
Passcode: 470662
5 მაისი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს №179/ნ ბრძანება
 - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 25 თებერვლის N15 ბრძანება
 - სამეცნიერო მიმართულების კლასიფიკატორი
 - დაფინანსების განაწილების წესი
 - კონკურსის პირობები (დანართი 1)
 
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:
სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 2, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
 - საპროექტო წინადადება (დანართი 3)
 - პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 4, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
 - პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
 - პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 6, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
 - ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 7- (GEO/ENG)
 - თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 8 - (GEO/ENG)
 - განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
 - სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის ბიუჯეტის კლასიფიკატორი
 
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 12, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
 - საპროექტო წინადადება (დანართი 13)
 - პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 4, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
 - პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 16, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
 - პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 17, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
 - ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 7- GEO/ENG)
 - პროექტში ჩართული ძირითადი და პლენარული მომხსენებლების (თუ ისინი ამავდროულად არ ატარებენ ძირითადი პერსონალის სტატუსს) თანხმობის წერილები - დანართი 14 (GEO/ENG)
 - განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
 - საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის ბიუჯეტის კლასიფიკატორი
 
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
 - ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
 - დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე OTG@rustaveli.org.ge
 - ხშირად დასმული კითხვები
 
კოორდინატორები:
ქეთევან გორგაძე (პროგრამული საკითხები) – 568 88 37 57, (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)
თამუნა აზარიაშვილი (პროგრამული საკითხები) – 551 32 23 00 , (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)
სალომე ოდიშვილი - კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში
საკონტაქტო ინფორმაცია: OTG@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!