ფონდი აცხადებს 2025 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსს
კონკურსის აბრევიატურა SPG
კონურსის მიზანი
კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური, ჯგუფური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
2025 წლის 8 მაისიდან 30 მაისის 18:00 საათამდე - პროექტის რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში - http://gmus.rustaveli.org.ge
2025 წლის 5 ივნისის 18:00 სთ-მდე - ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა;
ივნისი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ივნისი-ივლისი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
ივლისი-აგვისტო - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;
ივლისი-აგვისტო - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
ივლისი-აგვისტო - საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.
ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრები:
13 მაისი, 22 მაისი - 11:00 საათი - ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ ბრძანება
სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 6 მაისის N52 ბრძანება
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები
- კონკურსის პირობები (დანართი N1)
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი N2, ივსება GMUS-ში)
- საპროექტო წინადადება (დანართი N3)
- პროფესიული ბიოგრაფია (დანართი N4, ივსება GMUS-ში და შემდეგ გენერირდება)
- პროექტის გეგმა-გრაფიკი (დანართი N5)
- პროექტის ბიუჯეტი /ბიუჯეტის დასაბუთება (ჯგუფური პროექტებისთვის) (დანართი N6, ივსება GMUS-ში)
- პროექტის ბიუჯეტი/ბიუჯეტის დასაბუთება (ინსტიტუციური პროექტებისთვის) (დანართი N7, ივსება GMUS-ში)
- კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ (დანართი N8 GEO/ENG)
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი N9 GEO/ENG)
- თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (დანართი N10)
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - (გენერირდება GMUS-დან)
- კონკურსის საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკაცია (დანართი N13)
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა 28 მაისის ჩათვლით ელ. ფოსტაზე spg@rustaveli.org.ge
ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.
კონკურსის კოორდინატორი:
ქეთევან გორგაძე
+(995 32) 2 200 220 (44 02)
ელექტრონული ფოსტა: spg@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!