შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2025 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“

 

კონკურსის აბრევიატურა SCR

 

კონკურსის მიზანი

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება, კვლევების ინტეგრირება სწავლის პროცესში; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება  მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად;  მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტთა და დოქტორანტთა), ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის;  სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, დაეხმარება მოსწავლეს, გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი.

 

კონკურსის ადმინისტრირება 

 

2025 წლის 7 მაისი - 30  მაისი 18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია

გრანტების მართვის ერთიან სისტემა GMUS-ში;

2025 წლის 04 ივნისი 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების

წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

ივნისი- ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და

მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ივნისი-ივლისი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების

დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

ივლისი-აგვისტო  - პროექტების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ და საკონკურსო

კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება გენერალური

დირექტორის მიერ.

 

ჯგუფური კონსულტაციები:

 21 მაისი – 11:00 საათი, დისტანციურად ვირტუალურ ფორმატში (რეგისტრაციის ბმული გამოქვეყნდება ამავე გვერდზე)

23 მაისი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა.

 

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

  • საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის №140/ნ ბრძანება
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 2 მაისის N49 ბრძანება

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის პირობები - დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2 - ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 4 - გენერირდება GMUS-დან
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი 5 - გენერირდება GMUS-დან
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ  - დანართი 6
  • პროფესიული ბიოგრაფია CV - დანართი 7 - გენერირდება GMUS-დან
  • თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ - დანართი 8
  • ბიუჯეტის კლასიფკატორი - დანართი 9
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 10 - გენერირდება GMUS-დან

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

 

დამხმარე მასალები

ხშირად დასმული შეკითხვები

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით scr@rustaveli.org.ge

 

 

კოორდინატორები:

 

შორენა დარჩიაშვილი - პროგრამული საკითხები - საკონტაქტო ტელეფონი: 2 200 220 (4024)

 

მარიამ ხურციძე - პროგრამული საკითხები - საკონტაქტო ტელეფონი: 2 200 220 (4205)

 

საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა: scr@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!