შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2025 წლის კონკურსს

კონკურსის სახელწოდება

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა FR

კონკურსის მიზანი

ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.

საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური

 

კონკურსის ძირითადი პირობები

პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება და პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ სქემას:

 

პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს წელიწადში, თუ პროექტის ძირითად პერსონალში არ არის ჩართული ახალგაზრდა მეცნიერი;
  • პროექტში ერთი ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 45 000 ლარს, ხოლო ორი ან მეტი ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში - 50 000 ლარს;
  • პროექტში ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის ჩართვის შემთხვევაში, პროექტის ბიუჯეტი უნდა ითვალისწინებდეს ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის საგრანტო დაფინანსებას თითოეულ საანგარიშო პერიოდში და უნდა შეადგენდეს არანაკლებ 9 000 ლარს წელიწადში თითოეული ახალგაზრდა მეცნიერისათვის;
  • დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 5 000 ლარს წელიწადში;
  • ზედნადები ხარჯები - წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების 5%-ს.

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

  • ელექტრონული რეგისტრაცია - 2025 წლის 3 აპრილიდან 30 აპრილის 16:00 საათამდე;
  • ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 2025 წლის 20 მაისის 18:00 საათამდე;
  • რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა - 2025 წლის  მაისი.
  • შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ  - 2025 წლის ივნისი.
  • კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ - 2025 წლის ივნისი - დეკემბერი.
  • დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფებისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა - 2026 წლის იანვარი- თებერვალი.
  • დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - 2026 წლის იანვარი-თებერვალი.
  • საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება და დაფინანსება - 2026 წლის თებერვალი - მარტი.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

 ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია:

  • 2025 წლის 11 აპრილი 14:00 საათი - ონლაინ კონსულტაციაზე დასასწრებად გადადით ბმულზე. 
  • 2025 წლის 23 აპრილი 14:00 საათი - ონლაინ კონსულტაციაზე დასასწრებად გადადით ბმულზე. 

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

 

  • პირობები - დანართი 1;
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში;
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3 (GEO/ENG);
  • პროფესიული ბიოგრაფია - CV - დანართი 4, ივსება GMUS-ში;
  • უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ - დანართი 5 (ENG);
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი -  დანართი 6, ივსება GMUS-ში;
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი 7, ივსება GMUS-ში;
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 8 (GEO/ENG);
  • თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 9 (GEO/ENG);
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 10, გენერირდება GMUS-ში;
  • ხშირად დასმული კითხვები;
  • საკონსულტაციო პრეზენტაცია.

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

  • გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
  • ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

 

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით fr@rustaveli.org.ge. შეკითხვებზე პასუხის დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

 

 

კონკურსის კოორდინატორები:

 

ირინე კვირიკეიშვილი - პროგრამული საკითხები - 2 200 220 (4012)

ნინო მაჩურიშვილი - პროგრამული საკითხები - 558 548 000

ანა ფოლოდაშვილი - პროგრამული საკითხები 

 

იურიდიული და ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ კონკურსის ელ-ფოსტაზე: fr@rustaveli.org.ge ელ-ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის საბოლოო ვადა 2025 წლის 28 აპრილის 18:00 საათამდე.

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!