შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2026 წლის საგრანტო კონკურსს

კონკურსის სახელწოდება

საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა ISE

 

კონკურსის მიზანი

საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმების, ვორქშოფების, სემინარების,  სამუშაო შეხვედრებისა და სხვა სამეცნიერო ღონისძიების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.

 

საპროექტო განაცხადი ტიპი                         

ინსტიტუციური;

 

ჯგუფური

 

კონკურსის ძირითადი პირობები

 საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:

  1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. სოციალური მეცნიერებები;
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

 

ინსტიტუციონალური პროექტის შემთხვევაში:

პროექტს უნდა ჰყავდეს წამყვანი ორგანიზაცია - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ),  საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ა(ა)იპ), რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანი არის სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (უსდ);

 პროექტს უნდა ჰყავდეს ძირითადი პერსონალი – გრანტის მიმღები საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ასრულებს/ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქტორის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, მაგისტრანტი, დოქტორანტი ან პირი, რომელიც გადის რეზიდენტურის კურსს; 

 

პროექტს უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც პროექტს განახორციელებს წამყვან ორგანიზაციაში და ხელმძღვანელობს პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებს და პასუხისმგებელია, როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე. პროექტის ხელმძღვანელი შესაძლებელია ამავე დროს იყოს ახალგაზრდა მეცნიერი.

 

ჯგუფური პროექტის შემთხვევაში:

პროექტს უნდა ჰყავდეს ძირითადი პერსონალი, რომელთა შორის უნდა იყოს/იყვნენ პროექტის ხელმძღვანელი და/ან პროექტის კოორდინატორი.

 

კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი სამეცნიერო ღონისძიების ჩატარება შესაძლებელია კონკურსის გამოცხადების დღიდან მინიმუმ 4 თვის შემდეგ და მაქსიმუმ კონკურსის გამოცხადების დღიდან 18 თვის ჩათვლით პერიოდში.

 

ერთი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს:

ა) კონფერენციების, კონგრესების, ფორუმებისათვის და სიმპოზიუმებისათვის 70 000 ლარს;

ბ) სამუშაო შეხვედრების, ვორქშოფების, სემინარების და სხვა სამეცნიერო ღონისძიების

მოწყობისათვის 50 000 ლარს.

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

  • პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია - 2026 წლის 13 მარტიდან 3 აპრილის 16:00 საათამდე
  • ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია - 2026 წლის 20 და 27 მარტი 16:00 საათი (კონსულტაციაზე დასასწრებად გადადით ბმულზე)
  • ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა – 2026 წლის 8 აპრილის 18:00 საათამდე
  • წარმოდგენილი განაცხადების ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენა) – 2026 წლის აპრილი- მაისი
  • კონკურსზე წარმოდგენილი პროექტების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ – 2026 წლის მაისი- ივნისი
  • კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ – 2026 წლის მაისი- ივისი
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნება – 2026 წლის მაისი- ივისი
  • საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება – 2026 წლის ივისი

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 13 იანვრის № 2/ნ ბრძანება
  • ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 10 მარტის № 289896 ბრძანება
  • სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი- დანართი 9

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

  • კონკურსის პირობები - დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3
  • ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები (CV) - დანართი 41და დანართი 42, ივსება GMUS-ში „მეცნიერის პროფილის“ რეგისტრაციის დროს და PDF დოკუმენტის სახით იტვირთება პროექტის რეგისტრაციისას
  • გეგმა-გრაფიკი - დანართი 5, ივსება GMUS-ში
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი 6, ივსება GMUS-ში
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 7
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, დანართი8 - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ

 

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაცია.
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე  ise2026@rustaveli.org.ge

 

კოორდინატორები:

 

დავით ჩიჩუა

ise2026@rustaveli.org.ge

2 200 220 (4021)

ნათელა პაპავა

 

2 200 220 (4406)

მარიამ ჯაბნიაშვილი

 

2 200 220 (4322)

თეონა ზაქაშვილი

 

2 200 220 (4405)

 

 

 

ფონდი გისურვებთ წარმატებას!