შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს ,,შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდოს დაწესებისა და 2017 წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“ კონკურსს

კონკურსის მიზანია საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისება მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში აქტიური და ნაყოფიერი  მოღვაწეობისა და ჩართულობის მიზნით, აგრეთვე გაწეული განსაკუთრებული მიღწევების დაფასებისათვის, საქართველოს მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის. 

კონკურსი ითვალისწინებს ერთჯერადი ჯილდოთი მეცნიერის/კვლევითი ჯგუფის დაჯილდოებას.

2017 წლის კონკურსში ფონდის ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში:

  1. ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო  უცხოელი მეცნიერი;
  2. საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;
  1. საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო მეცნიერი;  
  2. 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;
  3. 2017  წლის საუკეთესო მეცნიერი;
  4. 2017 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი.

 

დადგენილი ვადების, რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში:


ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება

კონკურსის ჩატარების წესი ქართული/ინგლისური

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ქართული/ინგლისური

განმცხადებლის პროფესიული ბიოგრაფია ქართული/ინგლისური

განმცხადებლის/ჯილდოს კანდიდატის მიერ  დარგში  გაწეული სამეცნიერო კარიერის აღწერილობა ქართული/ინგლისური

საკონკურსო განაცხადის გამოგზავნის ინსტრუქციაქართული/ინგლისური

ხშირად დასმული კითხვები

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს-

მაკა ქაჯაია, ელ.ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge, ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 09)