შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2026 წლის პრემიის კონკურსს ახალგაზრდა მეცნიერებისათვის მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის

 

 კონკურსის აბრევიატურა RA

 

კონკურსის მიზანი

ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი, აკადემიური და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში მიღწეული წარმატებული და გამორჩეული შედეგების აღიარება და წახალისება, ასევე შესაბამისი სამეცნიერო დარგების განვითარების ხელშეწყობა. 

 

საპროექტო განაცხადი ტიპი: ინდივიდუალური 

 

კონკურსის ადმინისტრირება 

  • კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით - 23 ივლისი;
  • ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები

31 ივლისი, 16:00 საათი - შეხვედრის ბმული

7 აგვისტო, 16:00 საათი - შეხვედრის ბმული

  • საკონკურსო განაცხადების ელექტრონული რეგისტრაცია - 23 ივლისი -13 აგვისტო;
  • ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 18 აგვისტო;
  • საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა (ტექნიკური ექსპერტიზა) - აგვისტო-სექტემბერი;
  • შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების მოხსნის შესახებ - სექტემბერი;
  • კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ და გამარჯვებულების გამოვლენა - სექტემბერი-ნოემბერი;
  • გამარჯვებული საკონკურსო განაცხადების დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების საჯარო გამოცხადება ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - სექტემბერი-ნოემბერი.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტი

  • სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 23 ივლისის №965028 ბრძანება

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის წესი და პირობები - დანართი N1
  • კრებსითი ინფორმაცია საკონკურსო განაცხადის შესახებ - (დანართი N2 - ივსება GMUS-ში საკონკურსო განაცხადის ელექტრონული რეგისტრაციის დროს)
  • სამოტივაციო წერილი - დანართი N3 (იტვირთება GMUS-ში PDF დოკუმენტის ფორმით საკონკურსო განაცხადის ელექტრონული რეგისტრაციის დროს)
  • პროფესიული ბიოგრაფია - (დანართი N4, გენერირდება GMUS-ის საშუალებით და იტვირთება PDF დოკუმენტის ფორმით საკონკურსო განაცხადის ელექტრონული რეგისტრაციის დროს)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - (გენერირდება GMUS-ის საშუალებით)

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • საკონკურსო განაცხადის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ კონკურსის წესსა და პირობებს, აგრეთვე შესაბამის დანართებს;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე ra@rustaveli.org.ge

 

კოორდინატორი:

ქეთევან გორგაძე

საკონტაქტო ინფორმაცია: ra@rustaveli.org.ge

+(995 32) 2 200 220 (44 02)

 

გისურვებთ წარმატებებს!