შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის 2026 წლის კონკურსს

 

კონკურსის სახელწოდება:

სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა: RIM

 

კონკურსი მიზანი:

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), მათი მმართველობის სფეროში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების აღჭურვა თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურით,  სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამებით, კომპიუტერული ტექნიკით, საჭირო მასალებით, სათანადო ლიტერატურის შეძენის და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის, აუცილებელი სახსრებით უზრუნველყოფა.

 

საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური

 

კონკურსის ძირითადი პირობები:

დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შეუძლიათ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), მათ შემადგენლობაში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისათვის.

იხილეთ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სია.

 

კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ ლოტებში:

I ლოტი          განსაკუთრებულად პრიორიტეტული კვლევებისათვის საჭირო დანადგარები, აპარატურა, ხელსაწყოები, ინსტრუმენტები და მათი ცალკეული ნაწილები (150,000.00 და მეტი ლარის ღირებულების);

II ლოტი         ძვირადღირებული სამეცნიერო დანადგარები და აღჭურვილობა (100,000.00-დან 149,999.00-მდე ლარის ღირებულების);

III ლოტი        სამეცნიერო დანადგარები და აღჭურვილობა, სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდის შევსება, უცხოური ელექტრონული ლიტერატურის ბაზებზე წვდომა (მაქსიმუმ 99,999.00 ლარის ღირებულების);

IV ლოტი        რეაქტივები, რეაგენტები, ლაბორატორიული და საექსპერიმენტო სახარჯი მასალები (არაუმეტეს 25,000.00 ლარი ერთი განაცხადი);

V ლოტი         კომპიუტერები, პროგრამული უზრუნველყოფა, ელექტრონულ მონაცემთა ბაზები (მათ შორის საბიბლიოთეკო ქსელისათვის საჭირო ელექტრონული ბაზები), სკანერები, ფოტო-ვიდეო გადაღებისათვის საჭირო ტექნიკა, სხვა კომპიუტერული აპარატურა და აქსესუარები (არაუმეტეს 15,000.00 ლარი ერთი განაცხადი);

VI ლოტი      ლიტერატურის შეძენა, თარგმნა, საავტორო უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯები (არაუმეტეს 10,000.00 ლარი ერთი განაცხადი).

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის 2025 წლის 29 დეკემბრის №1857857 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის 2026 წლის 20 აპრილის 455135 ბრძანებით დამტკიცებული „სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის“ პროგრამის მე-3 ქვეპროგრამა

ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 24 აპრილის  №479872  ბრძანება.

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები:

კონკურსის პირობები - დანართი 1

კრებსითი ინფორმაცია საპროექტო განაცხადის შესახებ და ბიუჯეტი - დანართი 2 (ნიმუში) - ივსება GMUS-ში პროექტის რეგისტრაციის დროს

საპროექტო წინადადება - დანართი 3

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 4 (ნიმუში), გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ

 

 

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

  • საპროექტო განაცხადების ელექტრონული რეგისტრაცია - 2026 წლის 29 აპრილიდან 14 მაისის 16:00 საათამდე;
  • ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები - ზუსტი დღე და დრო დაზუსტდება მოგვიანებით;
  • ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა – 2026 წლის 20 მაისის 17:00 საათამდე;
  • საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადების ტექნიკური ექსპერტიზა, ხარვეზის დადგენა და ხარვეზის გამოსწორების ვადის განსაზღვრა - 2026 წლის მაისი - ივნისი;
  • საპროექტო განაცხადების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ 2026 წლის ივნისი - სექტემბერი;
  • დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - 2026 წლის ივნისი - ოქტომბერი;
  • ხელშეკრულებების გაფორმება და დაფინანსება - 2026 წლის ივლისი - ნოემბერი.

 

 

კონკურსის კოორდინატორებ:

დავით ჩიჩუა - ტელ: 2 200 220 (4021)

ირინე კვირიკეიშვილი - ტელ: 2 200 220 (4012)

მარიამ ბეციაშვილი - ტელ: 2 200 220 (4301)

 

კონსულტანტები ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით:

ირაკლი იაშვილი - ტელ: 2 200 220 (4015)

ავთანდილ ჯარიაშვილი - ტელ: 2 200 220 (4445)

 

ფონდი გისურვებთ წარმატებას!