შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის ადმინისტრირებით 2016 წლის საერთაშორისო ოლიმპიადების შესარჩევი ტურები გაიმართება

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადებში მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურები შემდეგი განრიგით გაიმართება:

ფიზიკა - 12-13 აპრილი - პირველი და მეორე ტურები  (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1). 
20-21 აპრილი- - მესამე და მეოთხე (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1). 

მათემატიკა - 17-18 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1). 

 23-24 აპრილი  მესამე და მეოთხე ტურები (მისამართი: (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1). 

ქიმია - 16-17 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1). 

ბიოლოგია - 23-24 აპრილი - პირველი და მეორე ტურები  ((მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1). 

საქართველო 2016 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებზე დელეგაციებს წარადგენს შემდეგ ხუთ დისციპლინაში:

ა) ფიზიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ფიზიკის 47–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, IPhO 2016  (შვეიცარია,   ციურიხი, 11-17 ივლისი)

ბ) მათემატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება მათემატიკის 57-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2016 (ჩინეთი, ჰონგ-კონგი,   6-16  ივლისი)

გ) ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ინფორმატიკის 28-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI  2016 (რუსეთის  ფედერაცია,  ყაზანი, 12-19   აგვისტო)

დ) ბიოლოგიაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ბიოლოგიის 27-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IBO 2016 (ვიეტნამი, ჰანოი,  17-24 ივლისი)  

ე) ქიმიაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IChO 2016 (საქართველო, თბილისი,( 23 აგვისტო-1 აგვისტო)

 

შესარჩევ ტურებზე მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ 09:00 საათზე   ფონდში და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, პასპორტი).

 თითოეული მონაწილე ვალდებულია პირველი შესარჩევი ტურის დაწყების წინ შეავსოს ამ ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული სააპლიკაციო ფორმა.

 დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

 გენერალური დირექტორის ბრძანება

ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში

გენერალური დირექტორის ბრძანება საგნობრივი საპრეზენტაციო კომისიების შექმნის შესახებ

დანართი 1 - სააპლიკაციო განაცხადის ფორმა

საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის ადმინისტრირების პროცედურები და პირობები

სააპელაციო განაცხადის ფორმა