შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის გენერალური დირექტორის და საფრანგეთის ელჩის შეხვედრა

21 თებერვალს, საქართველოში საფრანგეთის ელჩის  ინიციატივით,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში,  გაიმართა შეხვედრა ფონდის გენერალური დირექტორის ზვიად გაბისონიას,  გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძესა  და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს შორის. საფრანგეთის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ  საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი დიეგო კოლასი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე,  საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე ელეონორ გარნიე  და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის აღმასრულებელ მენეჯერი დავით ტერტრი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.  შეხვედრისას მკაფიოდ აღნიშნეს ფრანგი და ქართველი მკვლევარების სამეცნიერო კვლევაში თანამშრომლობის მხარდაჭერის მნიშვნელობა და აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს  ახალგაზრდა მკვლევრების კარიერულ განვითარებას. შეხვედრის დასასრულს  ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ საფრანგეთის ელჩს  წარუდგინა რუსთაველის ფონდის ინიციატივა, რუსთაველის ქართველოლოგიური ქსელის შექმნასთან დაკავშირებით და ისაუბრა საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ანალოგიური კაბინეტის საფრანგეთში გახსნასთან დაკავშირებით. ელჩმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა ფონდის დირექტორს და მკაფიოდ დაადასტურა მზადყოფნა ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით.