შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის გენერალური დირექტორის შეხვედრა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში

30 იანვარს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს აკადემიურ პერსონალს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრა სეუ-ს რექტორმა გია კავთელიშვილმა გახსნა; ფონდის გენერალურ დირექტორს მიესალმა და მადლობა გადაუხადა ამავე უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გიორგი ცხვედიანმა.
სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ წარადგინა პრეზენტაცია ფონდის საქმიანობის შესახებ. ისაუბრა საქართველოს ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის- EURAXESS- ის წევრობის მნიშვნელობაზე- ფართო შესაძლებლობებზე საქართველოს მეცნიერებისთვის, ასევე, ფონდის მიერ 2019 წელს გამოცხადებულ პროგრამებსა და კონკურსებზე, ახალ მიზნობრივ კონკურსებზე, 2020 წლის პრიორიტეტებსა და გეგმებზე, მნიშვნელოვან პროექტებზე.
პრეზენტაციის დასასრულს ზვიად გაბისონიამ უპასუხა ახალგაზრდა მეცნიერების, დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს.