შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რიგით VII სხდომა გაიმართა

17-18 ივლისს, 10:00 სთ. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რიგით VII სხდომა გაიმართა.

ფონდს 2015 წლიდან ჰყავს კოლეგიალური ორგანო, საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომლის  წევრები არიან წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. საბჭო განსაზღვრავს ფონდის ხედვას, პოლიტიკას და უზრუნველყოფს მისი საქმიანობის ხარისხის ზედამხედველობას. ამასთანავე, საბჭო  ადგენს ფონდის სტრატეგიულ პრიორიტეტებს და ახორციელებს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს.

ფონდის თანამშრომლებმა საბჭოს წარუდგინეს და განიხილეს: ახალი პროგრამის პორტფოლიო და 2018 წლის სამუშაო გეგმა(ბიუჯეტი და პროგრამები; საერთაშორისო თანამშრომლობა; მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამები;  ფონდის ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში; 2019 წლის გამოწვევები; ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული აქტივობები.

საკოორდინაციო საბჭო  წელიწადში ორჯერ იკრიბება და მართვის მიზნით განიხილავს 6 თვის მანძილზე ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობას.