ფონდის საგამომცემლო გრანტების კონკურსის ფარგლებში გამოიცა წიგნი „ჩეჩნური და ინგუშური თქმულებები ნართებზე“
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში, დაიბეჭდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ხვთისო მამისიმედიშვილის წიგნი „ჩეჩნური და ინგუშური თქმულებები ნართებზე“. რუსთაველის სამეცნიერო ფონდის აღნიშნული კონკურსის მიზანია ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხელი შეუწყოს გამოცემისათვის გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების შერჩევას და მათ გამოქვეყნებას. წლის განმავლობაში, კონკურსში გამარჯვებული არაერთი მაღალი სამეცნიერო ხარისხის, მნიშვნელოვანი მონოგრაფია, წიგნი, საგნობრივი ენციკლოპედია გამოიცემა.
პროფესორ ხვთისო მამისიმედიშვილის ნაშრომი წარმოადგენს ქართულ ენაზე ჩეჩნური და ინგუშური თქმულებების პირველ აკადემიურ გამოცემას. წიგნი იწყება მონოგრაფიული გამოკვლევით, ტექსტები გაანალიზებულია როგორც კავკასიის სხვა ხალხების საგმირო ეპოსებთან, ისე ქართულ ტრადიციულ კულტურასთან კავშირში. წიგნში შესულია ასთერთმეტი ინგუშური და ჩეჩნური თქმულება. წიგნის ავტორი, პროფესორი ხვთისო მამისიმედიშვილი განსაკუთრებულ მადლობას უხდის რუსთაველის სამეცნიერო ფონდს დახმარებისა და მხარდაჭერისათვის.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და ფოლკლორული შემოქმედებით დაინტერესებული მკითხველისთვის.
ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია წიგნის პრეზენტაცია.
აქვე, გთავაზობთ წიგნის ანოტაციას „ჩეჩნური და ინგუშური თქმულებები ნართებზე“ ჩეჩნურ ენაზე.
Нохчийн а, гIалгIайн а наьртхойх лаьцна дийцарш
Талламаш а, тексташ а, комментареш а
Къилбседа Кавказерчу къаьмнийн халкъан барта кхоллараллин уггар коьрта эсалла ю наьртех лаьцна эпос. Нохчийн а, гIалгIайн а, хIирийн а, кхарачойн а, балкхаройн а, чергазийн а, абхазхойн а тайп-тайпана дийцарш ду оцу эпосах лаьцна. Нарт цIе йолу адамаш хьахош дац исторически хьостанашкахь. Фольклорни персонажаш а, нуьцкъала мифически бIаьхой а бу оцу эпосан коьрта турпалхой.
Гуьржийн маттахь нохчийн а, гIалгIайн а дийцарийн академически хьалхара арахецар ю хIара киншка. Боцца хаамаш, комментареш, нохчийн а, гIалгIайн а дийцарех лаьцна монографи, наьртхойх лаьцна бIе сов текст а чулоцу киншко.
Фольклор езархошна а, тайп-тайпана гуманитарни дисциплинаш йоьшуш болчу говзанчашна а, дешаран лакхарчу заведенийн студенташна а лерина ю киншка.