ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროგრამის გამრჯვებულების ნაყოფიერი შედეგი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის (Forschungszentrum Jülich) ერთობლივი პროგრამის შედეგად დაფინასებული პროექტების გამარჯვებულებმა წარმატებით დაასრულეს გრანტი და მიენიჭათ დოქტორისა და მაგისტრის ხარისხი.
1. ელენე იორდანიშვილი. 2014 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. სადოქტორო პროგრამა "საინჟინრო ფიზიკა". თემა -"კვლევის ახალი მეთოდების განვითარება თავის ტვინის ტრავმული დაზიანებებისას". ხელმძღვანელები: სტუ-ის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი, იულიხი - ნეირომედიცინისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ნადიმ ჯონ შა. მიენიჭა - საინჟინრო ფიზიკის დოქტორის წოდება. 2015 წლის იანვრიდან დღემდე იულიხში იმყოფება.
2. მაგისტრანტი ანა გოგიშვილი. 2017 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. სტუ-ის სამაგისტრო პროგრამა „სამედიცინო ფიზიკა“. თემა - „მრტ-ს ახალი დიფუზიური ბიომარკერების გამოყენება და განვითარება ნევროლოგიაში’’. ხელმძღვანელები სტუ-ის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი, იულიხი - ნეირომედიცინისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ნადიმ ჯონ შა. მიენიჭა ფიზიკის მაგისტრის წოდება. 2018 წლის თებერვლიდან დღემდე იულიხში იმყოფება. 2014-2017 წლებში 4 ჯერ გაიარა სტაჟირება იულიხის კვლევით ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ესტუმრონ მსოფლიოში წამყვან კვლევით ცენტრს და წარმართონ საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ფონდისა და ცენტრის დაფინანსება ქართველ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობას აძლევს, ცენტრში სტაჟირების ფარგლებში, განახორციელონ სადიპლომო/სადისერტაციო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევა, ასევე დაამყარონ გრძელვადიანი თანამშრომლობა იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან.