შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდსა და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა

დღეს, 16 ივლისს, 19:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში, ხელი მოეწერა იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსა და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის, მეცნიერების სფეროში, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განახლებულ შეთანხმებას.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდი იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოსთან(CNR) მრავალი წელია თანამშრომლობს და  ერთობლივ პროგრამას ახორციელებდა  წელიწადში  ორჯერ. განახალებული შეთანხმება კი, მეცნიერებს მეტ საშუალებას აძლევს და გულისხმობს გაზრდილი ბიუჯეტით, გაზრდილი რაოდენობის კვლევითი პროექტების ყოველწლიურად დაფინანსებას.

ახლი შეთანხმების მიზანია გააღრმაოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით. ამ დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, მხარეები ითანამშრომლებენ ურთიერთგაგებისა და საერთო სარგებლის პრინციპებზე დაყრდნობით, რათა ხელი შეუწყონ თანამშრომლობას ორი ქვეყნის მეცნიერებსა და კვლევით ინსტიტუციებს შორის საერთო ინტერესების სფეროებში. მხარეები ხელს შეუწყობენ თავიანთი კვალიფიციური მეცნიერების თანამშრომლობას კვლევითი მიმართულებების ყველა სფეროში, ძირითადად კი: კულტურული მემკვიდრეობის სფეროში და ახალი ტექნოლოგიების კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით გამოყენებაში.

თანამშრომლობის შედეგად დაფინანსდება: ერთობლივი კვლევითი და მობილობის  პროექტები მკვლევართათვის. მკვლევრის მონაწილეობის ხარჯებს ორივე მხარე დაფარავს საკუთარი ბიუჯეტიდან. ყოველწლიურად მხარეების მიერ შეირჩევა 10 ერთობლივი კვლევითი პროექტი, ორივე მხარის მეცნიერების ჩართულობით. ერთობლივი კვლევითი პროექტის საშუალო ხანგრძლივობა განისაზღვრება 2 წლით.

შეხვედრას ესწრებოდნენ იტალიის პრეზიდენტი  სერჯო მატარელა, იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი პროფ. მასიმო ინგუსჩიო, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, სხვა ოფიციალური პირები და მოწვეული სტუმრები .