გამოკითხვის შედეგები: სამეცნიერო თანამშრომლობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
პროექტის EAP PLUS ფარგლებში ჩატარდა გამოკითხვა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ - EU-EaP International Cooperation Barometer. გამოკითხვის მიზანი იყო, შეეგროვებინა და გაეანალიზებინა ინფორმაცია ვროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს მხარეებმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან და უკრაინიდან. ჯამში შეგროვდა 413 მონაცემი, საიდანაც დამუშავდა 257 კითხვარი (დანარჩენი 156 კითხვარი ნაწილობრივ შევსებული ფორმით იყო წარდგენილი). აღსანიშნავია, მონაცემთა 28 % გაგზავნილი იყო საქართველოდან.
იხილეთ გამოკითხვის ანგარიში EU-EaP International Cooperation Barometer.