შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ჰორიზონტ ევროპის ჩარჩო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის "LUKE" გახსნის შეხვედრა ბრიუსელში

მიმდინარე  წლის 5-6 თებერვალს ბრიუსელში გერმანიის კვლევითი ორგანიზაციების ევროკავშირის სამეკავშირეო ოფისში (KoWi) გაიმართა ჰორიზონტ ევროპის ჩარჩო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „უკრაინის დაკავშირება ევროპის კვლევის სივრცესთან – ერთობლივი დაფინანსებისა და შესაძლებლობების განვითარების პლატფორმა გაძლიერებული თანამშრომლობისთვის კვლევისა და ინოვაციების სფეროში (LUKE)“  პირველი, გახსნითი შეხვედრა.

პროექტი 2025 წლის 1 იანვარს დაიწყო და მისი ხანგრძლივობა 48 თვეა, პროექტის კოორდინატორია DLR გერმანიის პროექტების მართვის სააგენტო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ  კონსორციუმის წევრი 25 ინსტიტუციის წარმომადგენლები ევროპის 15 ქვეყნიდან; მონაწილეებმა  განიხილეს პროექტის სამუშაო გეგმა,    გაცვალეს იდეები ერთობლივი პროექტების დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ.

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი წარმოადგენს კონსორციუმის პარტნიორ ორგანიზაციას.   შეხვედრაში მონაწილეობდა ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის კვლევების განვითარების კოორდინატორი ნინო მაჩურიშვილი.

 

ინფორმაცია პროექტის შესახებ