შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ჰორიზონტი 2020 -ის ასოცირების შესახებ სამუშაო შეხვედრა

მიმდინარე წლის 31 მაისს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან საქართველოს ასოცირების  საკითხებზე. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის მიმართულებით  პოლიტიკის შემმუშავებელ და განმახორციელებელ უწყებებთან თუ ორგანიზაციებთან ერთად პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“- ში ჩართვის პრაქტიკული ასპექტების განხილვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების საკითხებში. განხილულ თემებს შორის იყო: ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის პრიორიტეტები, სამუშაო პროგრამა, მიმდინარე და დაგეგმილი კონკურსები, ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელი და მისი გაუმჯობესების მექანიზმები, ინფორმაცია პორტალის მეშვეობით საპროექტო განაცხადის წარდგენის შესახებ, ფინანსური რეგულაციები, ცალკეული პროგრამული მიმართულებები, როგორიცაა Marie Skladowska Curie Action, დაფინანსების შესაძლებლობები ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ფარგლებში. ხაზგასასმელია, რომ ევროკომისიის წარმომადგელების მხრიდან გაჟღერდა რეკომენდაციები სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელი იმ კონკრეტული ნაბიჯებისა და განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს  ინტეგრირებას ,,ჰორიზონტი 2020“-ში და საქარტველოს მეცნიერთა მხრიდან პროგრამის ეფექტიან გამოყენებას.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „ჰორიზონტი 2020“-ის საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების (GITA) წარმომადგენლები.

ევროკომისიის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან ასოცირებული ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთაც გამოცდილების გაზიარების მიზნით, წარმოადგინეს მოხსენებები ევროპის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში თავიანთი ქვეყნების ჩართულობის შესახებ: მიმოიხილეს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დადგნენ  თავიანთი ქვეყნის მეცნიერები თუ კვლევითი ინსტიტუციები ,,ჰორიზონტი 2020“-თან ასოცირების პირეველ ეტაპზე.

სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP ფარგლებში.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან „ჰორიზონტი 2020“ -ის საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების (GITA) წარმომადგენლები.

სემინარზე მოხსენებებით წარსდგნენ:

 

სტეფან სედლერი 

 The EU Framework Programme  for Research and Innovation

კლაუს შუხი

Horizon 2020: Within the  European Research Area

კლაუს შუხი

Learning Cycle For The Participation

ალისა რაჟევსკი

 European Research Council  (ERC): An opportunity for  researchers in Europe   and  Georgia;  EU-H2020-Association Workshop        

თეოდორა ბალაუ

Marie Skłodowska-Curie Actions (MSCA)-Opportunities for Organisations and    Individual Researchers

თეოდორა ბალაუ

 Marie Skłodowska-Curie Actions (MSCA)  Practical information to support applications

მალგორჟატა კაპიცა

National and International systems  for supporting research and innovation in poland

მალგორჟატა კაპიცა

NCP system in Poland support for beneficiaries of Horizon 2020

სტელა შეპოვალი

Horizon 2020;  Association Workshop For Georgia

ლიდია რომანციუსი 

EURAXESS Moldova; Researchers in Motion

ლიდია რომანციუსი

 H2020 Associated Country Status Implemenation: Experience of Moldova

ვიქტორ ნედოვიკი  

 European Research Area and Opportunities for Associated Countries: Sharing the  experience of Serbia

ანასტასია ვლიზიოტი

Towards a successful Association:   IncoNet  EaP`s contribution

პაატა იმნაძე  

Why should organizations participate in H2020?

ბოკა ტაბატაძე 

SME instrument/Innovation in SMEs/new opportunities for Georgia SMEs in Horizon 2020