შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

“ჰორიზონტი 2020“-ის კონფერენცია

7 ნოემბერს სასტუმროში „Holiday Inn“ გაიმართა კონფერენცია, რომელიც საქართველოს ასოცირებას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამასთან ,,ჰორიზონტი 2020“ და მასში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის გაძლიერებას მიეძღვნა. საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პარტნიორი ინსტიტუციებისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონფერენცია განხორციელდა პროექტის - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი - IncoNet EaP ფარგლებში.

კონფერენციაზე მოწვეულ საერთაშორისო მომხსენებლები იყვენენ კოლეგები: ესტონეთიდან (ესტონეთის კვლევის საბჭო), ავსტრიიდან (სოციალური ინოვაციის ცენტრი), მოლდოვადან (მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო პროექტების ცენტრი), პოლონეთიდან (პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ფუნდამენტური და ტექნოლოგიური კვლევების ინსტიტუტი), საერთაშორისო ორგანიზაციიდან - რეგიონალური და საერთაშორისო კვლევების ხელშეწყობის ცენტრი. 

ღონისძიებაზე განხილეს:  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის Horizon 2020 მიმოხილვა (დაფინანსების შესაძლებლობები, საერთაშორისო თანამშრომლობა); საქართველოს მონაწილეობა ჩარჩო პროგრამაში; საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშემწყობი კვლევისა და განვითარების პროგრამები; გამოცდილების გაზიარება და სამომავლო ეროვნული საქმიანობის მხარდაჭერის გაძლიერება.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საერთაშორისო პარტნიორები.   

მომხსენებელთა პრეზენტაციები იხილეთ ბმულებზე:

George Bonas

Manana Mikaberidze

Natia Gabitashvili

Giorgi Khishtovani

Ulle must

Akaki Mamaladze

Vitalie Moraru