შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ისტორიული მეცნიერების საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი სამეცნიერო ფონდს ესტუმრა

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი პროფესორი ერეკლე ასტახიშვილი,  ისტორიული მეცნიერების საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს პროფესორ კატერინ ჰორელს შეხვდა.

შეხვედრაზე სტუმარი გაეცნო ფონდის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს,  აგრეთვე    საუბარი შეეხო ქართველ  ისტორიკოსთა ინტერნაციონალიზაციასა და  მსოფლიო სივრცეში ინტეგრაციას. გამოითქვა სურვილი,  რომ ისტორიული მეცნიერების საერთაშორისო კომიტეტის ღონისძიებებში ქართველმა ისტორიკოსებმა უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს  სამომავლო მნიშვნელოვანი გეგმებზე კერძოდ, 2024 წელს ტოკიოში  უნდა ჩატარდეს ისტორიული მეცნიერების საერთაშორისო კომიტეტის გენერალური ასამბლეა, სადაც მონაწილეობას საქართველოდან წარდგენილი დელეგატი მიიღებს,  ხოლო  2026 წელს დაგეგმილია  ისტორიკოსთა მსოფლიო კონგრესი იერუსალიმში,  სადაც ქართველი ისტორიკოსები წარდგებიან მოხსენენბებით.  აგრეთვე გამოითქვა  სურვილი, რომ  2028 წელს  გენერალური ასამბლეა ჩატარდეს თბილისში.

პროფესორმა კატერინ ჰორელმა  ქართულ მხარეს  ის ძირითადი მიმართულებები წარუდგინა, რაც საქართველოსთან ახალი კავშირების საფუძველი შეიძლება გახდეს.

შეხვედრის ბოლოს კი, სტუმარმა მადლობა გადაუხადა ფონდის დირექტორს  გულთბილი დახვედრისთვის.