ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია
13 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა „დედა ენის“ შექმნის სათავეებთან“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნა “დედაენისთვის” შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ავტოგრაფები, გოგებაშვილის სახელმძღვანელოებისათვის შემქნილი ოსკარ შმერლინგისეული ილუსტრაციების ორიგინალები, იაკობისა და მისი თანამედროვე მოღვაწეების მიმოწერა “დედაენის” შექმნის პროცესთან დაკავშირებით, პირველნაბეჭდი “დედაენა”, ანბანის პირველი ბეჭდური გამოცემა - 1629 წელს რომში დაბეჭდილი “ქართულ-იტალიური ლექსიკონი”, აფხაზური “დედაენა” - რეპრესირებული წიგნი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის არქივს შემორჩა, მიძღვნითი წარწერით გამომცემელთაგან, “დედაენის” 1920 წლის გამოცემის სტამბური კლიშეები და სხვ.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ენის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის. მემორანდუმის ფარგლებში თსუ და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გამართავენ ერთობლივ კონფერენციებს, სამეცნიერო და სასწავლო სემინარებს.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი შარვაშიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ქალბატონმა მანანა მიქაბერიძემ, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი ალიბეგაშვილმა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა ნანი გაფრინდაშვილმა.
კონფერენციის ფარგლებში, ასევე, გაიმართება ენის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული „გავრცელებულ ენობრივ შეცდომათა ლექსიკონის“ პრეზენტაცია. მაღალი სიხშირის მიხედვით. ამიტომ წიგნი სასარგებლო იქნება მომხმარებელთა ფართო წრისთვის. ხშირი ენობრივი შეცდომებიდან ლექსიკონში შესულია ორთოგრაფიული, მორფოლოგიური, სინტაქსური და სტილისტიკური შეცდომები.