შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართველი ნომინანტის წარდგენა ჯონ კლუგეს სახელობის პრიზზე

აშშ-ის „კონგრესის ბიბლიოთეკის“ (Library of Congress) მიერ დაწესებული ჯონ კლუგეს სახელობის პრიზი (John W. Kluge Prize for Achievement in the Study of Humanity) გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ და ჯილდოვდება ერთი მეცნიერი მსოფლიო მასშტაბით ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებიდან, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა კაცობრიობის ისტორიასა და განვითარებაზე.

2017 წლის კონკურსზე, პირველად საქართველოდან, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა “კლუგეს პრიზზე” წარსადგენად დაასახელა დოქტორი დავით ლორთქიფანიძე, ქართველი პალეოანთროპოლოგი და არქეოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, რუსთაველის ფონდის წარმატებული გრანტიორი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალუმნი.

დავით ლორთქიფანიძის თაოსნობით განხორციელებულმა კვლევებმა სრულიად შეცვალა მანამდე არსებული წარმოდგენა ადამიანების განვითარებისა და მათი განსახლების შესახებ. მის სახელს უკავშირდება დმანისის არქეოლოგიურ გათხრებზე მუშაობისას 1,8 მილიონი წლის ასაკის თავის ქალების აღმოჩენა, რომლებიც მიეკუთვნება ადრეული ჰომინიდების ნაშთებს.

დავით ლორთქიფანიძე არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი კვლევები გამოქვეყნებულია ისეთ ჟურნალებში, როგორიცა არის Science და Nature