შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ISTC-ის COVID 19-ის პანდემიასთან ბრძოლის რეგიონალური სხდომა

13 ნოემბერს  ყირგიზეთის სამეცნიერო ფონდის ორგანიზებითა და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC) მხარდაჭერით გაიმართა კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის რეგიონალური სხდომა, რომელშიც  მონაწილეობდნენ ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის სამეცნიერო ფონდების და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა   მეცნიერთა რეგიონალური საბჭოს შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ახალი  კორონავირუსით გამოწვეული მასშტაბური პრობლემის ირგვლივ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გაერთიანებას, რაც უზრუნველყოფს წევრი სახელმწიფოების სამეცნიერო წრეების მხრიდან გამოცდილების გაზიარებას,  ერთობლივი პროგრამების, კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას. მეცნიერთა  საბჭოს მიზანია დაეხმაროს რეგიონის მთავრობებს წინადადებების შემუშავებასა  და კოორდინაციაში პანდემიის პროგნოზირების (იგულისხმება სხვა ინფექციური დაავადებებიც), მონიტორინგისა  და  მასზე დროული რეაგირებისთვის.

აღნიშნულ შეხვედრაზე რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო  ფონდის მხრიდან მონაწილეობდა საერთაშორისო სამსახურისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი-რუსუდან ჯობავა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოში კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია.