შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კოლხეთის ტყის გენეტიკური რესურსების შესწავლა და დაცვა

3 მაისს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული სამწლიანი პროექტის - "კოლხეთის ტყის გენეტიკური რესურსების შესწავლა და დაცვა" შედეგების პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში პირველად ჩატარდა აჭარის რეგიონში გავრცელებული იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მერქნიანი სახეობების ინვენტარიზაცია ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით, შეიქმნა მონაცემთა ბაზა, მომზადდა სახეობების არეალების ამსახველი რუკები, მომზადდა საიტი (www.forestgenresources.ge) ქართულ და ინგლისურ ენებზე. კვლევის პროცესში დამუშავდა და გამოვლინდა მაღალ კონსერვაციული ღირებულების ტყის 5 უბანი, მომზადდა  რეკომენდაციები  IUCN-ის მიხედვით შედგენილი წითელი ნუსხის კორექტირებისთვის. კვლევის შედეგებით განახლებული იქნა ინფორმაცია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მექნიანი სახეობების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია, როგორც კოლხეთის ტყის რელიქტური, ენდემური სახეობები და როგორც ბიომრავალფეროვნების უნიკალური ელემენტები.