მარინე ჩიტაშვილის ფონდში საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება
10 ივლისს 18:00 საათზე, გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის, პროფესორ მარინე ჩიტაშვილის გაცილების ღონისძიება.
შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მოადგილეები, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრები, ოქსფორდისა და რუსთაველის ფონდის ერთობლივი პროგრამის კომისსის წევრები და ფონდის თანამშრომლები.
ღონისძიებაზე შედგება პროფესორ მარინე ჩიტაშვილის მიერ ფონდის ხელმძღვანელობის პერიოდში არსებული მიღწევების მოკლე პრეზენტაცია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ მარინე ჩიტაშვილს ფონდის განვითარების საქმეში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, კვალიფიციური კადრების მომზადებისა და ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის. ბატონმა ალექსანდრემ იმედი გამოთქვა, რომ ქალბატონი მარინეს მიერ შექმნილი გუნდი გააგრძელებს დასახული ამბიციური მიზნების განხორციელებას.
ასევე, მადლიერება გამოხატეს საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა და აღნიშნეს, რომ ქალბატონი მარინეს თაოსნობითა და სამინისტროს მხარდაჭერით ფონდმა ორი წლის მანძილზე უზარმაზარი შრომა გასწია მსოფლიო სამეცნიერო ფონდებთან თანამშრომლობისა და თანაბარუფლებიანი პარტნიორობისთვის.