შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მარტ საარმას საჯარო ლექცია

26 თებერვალს, 15:00 საათზე,  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ჩატარდა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვიცე-პრეზიდენტის, პროფ. მარტ საარმას საჯარო ლექცია - დაფინანსების შესაძლებლობები ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) ფარგლებში: მოწინავე მეცნიერთა მხარდაჭერა ევროპის მასშტაბით.

ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მოდაგილე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი და 90-მდე მეცნიერი.

მარტ საარმამ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო: ევროპული კვლევების საბჭოს წევრები, სტრატეგია, სტრუქტურა,  მიზნები,  პროგრამები,  დაფინანსების სქემები და განსაკუთრებული მახასიათებლები, რითიც გამოირჩევა ჰორიზონტი 2020-ის სხვა პროგრამებისგან - სამეცნიერო ხარისხისა და ინოვაციების თვალსაზრისით გამორჩეული პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა; მეცნიერებს გაუზიარა პრაქტიკული რჩევები საგრანტო განაცხადის ფორმების შევსებასთან დაკავშირებით; ისაუბრა შეფასების კრიტერიუმებზე, სისტემასა და პროცედურებზე; წარმოადგინა ERC-ის 2007-2015 წლების მიღწევები და სტატისტიკური მონაცემები; ისაუბრა ზოგად პრობლემებზე, 2016 წლის გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე. 

და ბოლოს, მარტ საარმამ წარმატებები უსურვა საქართველოს მეცნიერებს  ევროპული კვლევების საბჭოს პროგრამების დაფინასების მოსაპოვებლად.

მარტ საარმას ლექციის პრეზენტაცია იხილეთ ბმულზე