შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში

2018 წლის 15  თებერვალს, თსუ-ს I კორპუსში გაიხსნა სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში. კონფერენცია სრულდება 17 თებერვალს.

რიგით მესამე კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ არის დაფინანსებული და ტარდება სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრთან (CCIIR), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტარტუს უნივერსიტეტთან (ესტონეთი) თანამშრომლობით.

მისი მიზანია განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.