შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

 

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმატებული მეცნიერი ქალები დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა გახსნა, მან სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა და წარმატებულ მეცნიერ ქალებს შესაბამისი სიგელები პირადად გადასცა.
ნოდარ პაპუკაშვილმა მადლობა გადაუხადა ქალბატონებს მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და საუბრისას მათთვის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
დაჯილდოების ღონისძიებაზე საზოგადოების წინაშე სიტყვით ასევე წარდგა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი.
ღონისძიება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანაორგანიზებით გაიმართა.
11 თებერვალი - მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, 2015 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია მეცნიერებით დაინტერესებულ ქალთა და გოგონათა ხელშეწყობა, მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემაში მათი მზარდი როლის მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.