შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის და „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული ოფისის ორგანიზებით ტრენინგები ჩატარდა

2022 წლის 19-20 აპრილს მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის და „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული ოფისის ორგანიზებით ჩატარებული ტრენინგების ფარგლებში, საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების კოორდინატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს მე-4 კომპონენტის ლიდერმა, საერთაშორისო ექსპერტმა გილბერტ აჰამერმა.
სამუშაო შეხვედრაზე ბატონმა აჰამერმა ისაუბრა სამეცნიერო ქსელების განვითარების, საგრანტო პროექტების განხორციელების და სამეცნიერო ბაზების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში დამსწრეებმა შეასრულეს სხვადასხვა აქტივობები და ჯგუფური სამუშაოები. სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, ევროკავშირის პროექტის „Twinning”-ის მხარდაჭერით, რომელიც გახსნა პროექტის რეზიდენტმა მრჩეველმა, ინეს გავარანემ. ორ დღიანი ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის, ეროვნული ოფისის „ჰორიზონტი ევროპა“ და ტვინინგის სერტიფიკატები.