შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მრგვალი მაგიდა „ეპიდემიოლოგიური გამოწვევები- ერთობლივი მუშაობის რეგიონული მექანიზმის შექმნა“

 

9 ოქტომბერს, ყირგიზეთის სამეცნიერო ფონდის ორგანიზებითა და საერთაშორისო  სამეცნიერო-ტექნიკური  ცენტრის (ISTC) მხარდაჭერით, ონლაინ ფორმატში გაიმართა  მრგვალი მაგიდა თემაზე -    „ეპიდემიოლოგიური გამოწვევები - ერთობლივი მუშაობის რეგიონალური მექანიზმის შექმნა“.

შეხვედრაზე მონაწილეობდნენ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამეცნიერო ფონდებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

შეხვედრის თემა  იყო  მეცნიერთა რეგიონალური საბჭოს შექმნა,  რომელიც მიზნად ისახავს  კორონავირუსით  გამოწვეული მასშტაბური პრობლემის  ირგვლივ ქვეყნების გაერთიანებას, რომელიც უზრუნველყოფს წევრი სახელმწიფოების სამეცნიერო წრეების მხრიდან ერთობლივი პროგრამებისა და კონფერენციების ორგანიზება.

ფონდის დირექტორმა ჯაბა სამუშიამ  დიდი მადლობა გადაუხადა ყირგიზეთის სამეცნიერო ფონდს  შეხვედრაზე მიწვევისთვის და გლობალური საფრთხეების ირგვლივ  აზრთა გაცვლის,  გამოცდილების გაზიარებისა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის  მიზნით ასეთი  საბჭოს შექმნა დროულად და ძალზედ მნიშვნელოვნად  მიიჩნია.

შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები მემორანდუმის შექმნის თაობაზე, რომელშიც  გაწერილი იქნება  საბჭოს მუშაობის  სამომავლო პირობები და  გეგმები.