შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ნუნუ მიცკევიჩმა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებში მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

 

ღონისძიებაზე კონკურსის დასკვნით ეტაპზე გადასული პროექტების ავტორები კომისიის წინაშე პრეზენტაციებით წარდგნენ და გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილების  მფლობელები გამოვლინდნენ.

 

ფინალისტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიღწეული წარმატება მიულოცა, სამომავლო საქმიანობაში წინსვლა უსურვა და გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა. მინისტრის მოადგილის თქმით, კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ ხელს უწყობს ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციასა და ინოვაციების და ტექნიკის მიმართ მათი ინტერესის გაღვივებას.

 

გრანპრის მფლობელები გახდნენ – გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ღურჭუმელია, გორის N4 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანა დიმიტრიადი და მარტვილის კერძო სკოლა „სხივის‘‘ მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა წოწორია პროექტით „Smart კონსულტანტი‘‘; I ადგილი ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის‘‘ მე-8 კლასის, სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესის‘‘ მე-11 კლასისა და ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის‘‘ მე-9 კლასის მოსწავლეებმა: ნია როხვაძემ, სერგი ბეგიაშვილმა და დავით ჭურკვეიძემ დაიკავეს პროექტით „Smart დამრევი‘‘; II ადგილის მფლობელები სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესის‘‘ მე-11 კლასის მოსწავლეები მარიამ საღირაშვილი და მარიამ გოგილაშვილი და საერთაშორისო ლიცეუმი „IAPM‘‘-ის მე-11 კლასის მოსწავლე თამაზ მუხაძე გახდნენ პროექტით „ადგილობრივი დიატომიტისგან თერმოგამძლე მასალის მიღების ტექნოლოგია‘‘; III ადგილი კი „IGS-საერთაშორისო ქართული სკოლის‘‘ მე-11 კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ დვალმა, სკოლის „თანამედროვე განათლების აკადემია-CEA‘‘ მე-10 კლასის მოსწავლემ ერეკლე ჯამრულიძემ და „ნიუტონის თავისუფალი სკოლის‘‘ მე-12 კლასის მოსწავლე ანა მკერვალიშვილმა მოიპოვეს პროექტით „ჰაერის სტერილიზატორი დაფუძნებული პელტიეს ელემენტებზე“.

 

აღსანიშნავია, რომ გრანპრის მფლობელებს საჩუქრად 10 000 ლარი გადაეცათ, პირველ ადგილზე გასული ავტორთა ჯგუფი დაჯილდოვდა 5 000 ლარის, მეორე ადგილზე გასული – 3 000 ლარის, ხოლო მესამე ადგილზე – 2 000 ლარის ოდენობით. კონკურსის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

 

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -,,საქპატენტის“ „თიბისი“ ბანკის, „G3D - პირველი ქართული 3D პრინტერის“, მთაწმინდის პარკის, სულაკაურის გამომცემლობის წარმომადგენლებმა, რომლებმაც კონკურსის წარმატებული მონაწილეები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ნორჩ გამომგონებელთა კონკურსი  „ლეონარდო და ვინჩი“ ყოველწლიურად იმართება და მასში საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ. პოპულარული კონკურსის მიზანს წარმოადგენს სკოლებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა, სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა და მოსწავლეებში ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივება. ამასთან, კონკურსი, რომელიც  გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებს ღია კონკურენციის პრინციპით ავლენს, მათ შესაძლებლობას აძლევს განივითარონ კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.