შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ORAU-ს ვიცე პრეზიდენტის, ტონი ლესტერის ვიზიტი

17 ოქტომბერს,   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდს ეწვია  ORAU-ს ვიცე პრეზიდენტი ტონი ლესტერი.  

ORAU სამეცნიერო და ტექნიკური გადაწყვეტილების მიმღები  ორგანიზაციაა, რომელიც მომხმარებელს (მეცნიერების დამფინანსებელ სააგენტოებს) სთავაზობს სპეციალიზებულ ექსპერტ-შემფასებელთა ჯგუფს, უნიკალურ ლაბორატორიულ შესაძლებლობებს და წვდომას 100-ზე მეტ კვლევით უნივერსიტეტზე.

2016 წლის თებერვალში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ORAU-ს შორის  გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობა  მოიცავს ORAU-ს მიერ ფონდის  მიერ ადმინისტრირებული საგრანტო კონკურსის  - უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით სახელმწიფო გრანტების საპროექტო წინადადებების შეფასებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები.  ტონი ლესტერმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ფონდისა და ORAU-ს შორის თანამშრომლობის შესახებ პრეზენტაცია და ისაუბრა თანამშრომლობის პერსპექტივებზე.