პრეზენტაციები საერთაშორისო პროექტებში ქართველ მეცნიერთა მონაწილეობის შესახებ
საქართველოს მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალის ფარგლებში, 2017 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა ღონისძიება, სადაც მომხსენებლებმა წარადგინეს პრეზენტაციები ფიზიკის დარგში განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებსა და ექსპერიმენტებში ქართველ მეცნიერთა მონაწილეობის შესახებ.
შეხვედრის პირველი ნახევარი დაეთმო საერთაშორისო ცენტრების მიერ ჩატარებული CMS პროექტის მიმოხილვას - CMS (LHC, CERN, Swiss). მომხსენებლებმა ღონისძიებაზე წარადგინეს შემდეგი პრეზენტაციები:
არსენ ხვედელიძე - კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი
ზვიად წამალაიძე - 25 (1992-2017) წელი CMS კოლაბორაციაში;
იური ბაღათურია, ირაკლი ლომიძე - მიონური სპექტრომეტრის RPC სისტემა
გიორგი ადამოვი - ადრონული კალორიმეტრი
ერეკლე მაღრაძე - ცენტრალური კომპიუტერული სისტემა
ალექსანდრე მელქაძე, ოთარ კემულარია - CMS გეომეტრიის რევიზია
დავით ლომიძე - მონაწილეობა ცენტრალური და სუბდეტექტორების სეანსებში DQM-OFFLINE, RPC და HCAL
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო პროექტ COMET-ის მიმოხილვას - COMET (KEK, J-PARC, JAPAN). მომხსენებლებმა ღონისძიებაზე წარადგინეს შემდეგი პრეზენტაციები:
ზვიად წამალაიძე - COMET ექსპერიმენტი
ნიკა წვერავა - სტროუ დეტექტორების სისტემა
დავით ლომიძე - კოსმოსური ვეტო მთვლელების სისტემა
არსენ ხვედელიძე, ზვიად წამალაიძე - მომავლის პერსპექტივა
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.