შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტის - “ Twinning ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ მმართველი კომიტეტის შეხვედრა

30 მარტს გაიმართა პროექტის - “ Twinning ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ მმართველი კომიტეტის მე - 4 შეხვედრა დისტანციურ ფორმატში. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის განხორციელების შემდგომი ნაბიჯები და მისი მნიშვნელობა საქართველოში მეცნიერებას და ბიზნესს შორის კავშირის გაძლიერებისთვის, ასევე მეცნიერების მიმართულებით თანამედროვე გამოწვევები და სირთულეები.
საქართველოს მხარიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის ლიდერი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ შეაფასა პროექტის განხორციელება და მიღწეული შედეგები, ამასთან გამოთქვა მოსაზრება, სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ფონდის მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავებას, საგრანტო სქემების მოდიფიკაციასა და დივერსიფიცირებას, ინდუსტრიასა და მეცნიერებას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. აღნიშნული საკითხები და მისი შედეგები მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის.
Twinning პროექტი ფინანსდება ევროკომისიის მიერ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი კი წარმოადგენს პროექტის ბენეფიციარ ორგანიზაციას. პროექტი მიზნად ისახავს მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, კვლევებში დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებასა და სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის განვითარებას საქართველოში.